პრეტენზიები

ბანკის მომსახურებით ან/და მისი ნებისმიერი პროდუქტის მიმართ უკმაყოფილების, დაუთანხმებლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს დააფიქსიროს პრეტენზია.

პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია შემდეგი არხების საშუალებით:

პრეტენზიას განიხილავს სს ჰეშ ბანკის პრეტენზიების მართვაზე პასუხისმგებელი განყოფილება.

ბანკი პრეტენზიას განიხილავს და აცნობებს მომხმარებელს არაუგვიანეს პრეტენზიის დაფიქსირებიდან და საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის იდენტიფიკაციიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, იმ ფორმით, რა ფორმითაც განხორციელდა პრეტენზიის დაფიქსირება.

მომხარებლებისათვის სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაცნობად, დააჭირეთ ღილაკს: https://nbg.gov.ge/მომხმარებელთა დაცვა

დავების განმხილველი კომისია

მომხმარებელს უფლება აქვს ბანკის მიერ საჩივრის მომხმარებლის სასარგებლოდ სრულად ან ნაწილობრივ დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის მომხმარებლისთვის პასუხის გაუცემლობის / დაუბრუნებლობის) შემთხვევაში მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველ კომისიას (შემდგომ − კომისია), რომელიც წარმოდგენს დამოუკიდებელი ორგანოს და განიხილავს დავებს, რომელიც გამომდინარეობს:

(ა) ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს კანონიდან;

(ბ) ,,საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონიდან; და

(გ) რომელიც უკავშირდება მათ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებს.

მომხმარებელს საჩივრით მიმართვის უფლება წარმოეშობა თუ საჩივრით გათვალისწინებული დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, სადავო ქმედების განხორციელების ან საჩივრის წარდგენის დღის თარიღით). ამასთან, მომხმარებელს უფლება აქვს, კომისიისთვის მიმართვის გარეშე, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.

მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიას მიმართოს ბანკისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვისა. კომისია წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ საჩივარს განიხილავს უსასყიდლოდ.

მომხმარებელმა კომისიას უნდა მიმართოს ბანკისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში. კომისია დავას განიხილავს უსასყიდლოდ.

კომისიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დააჭირეთ ღილაკს: https://nbg.gov.ge/დავების განმხილველი კომისია